|
2025-01-06 13:28:19, 418 ნახვა
ეკონომიკა
ბოსტნეული 15.7%-ით გაძვირდა, ზეთი და ცხიმი - 10.1%-ით, წლიური ინფლაცია 1.9%-ია
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.7%-ით გაიზარდა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ საქართველოში 1.9% შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე ფასი 3.6%-ით გაიზარდა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე:
ამასთან, საქტატი ირწმუნება, რომ ფასები 0.6%-ით შემცირდა რძის, ყველის და კვერცხის ქვეჯგუფზე, ხოლო 0.7%-ით ხილსა და ყურძენზე. საქსტატის ცნობითვე, წინა წელთან შედარებით, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე ფასი - 5.9%-ით გაიზარდა. განათლება 5.1%-ით გაძვირდა, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 7.7%-ით, ჯანდაცვა - 3.7%-ით, ხოლო ავეჯი/საოჯახო ნივთები/სახლის მოვლა 1.1%-ით. ერთ წელში ფასი ყველაზე მეტად კავშირგაბმულობაზე შემცირდა - 12.7%-ით. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 1.2%-ით გაიაფდა, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია და აირი - 3.2%-ით, ტრანსპორტი კი - 1.4%-ით.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)