09:15 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-02 12:24:32, 614 ნახვა

სამართალი
პრეზიდენტმა 155 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 155 თავისუფლებააღკვეთილი პირი შეიწყალა. ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს, ხელი მოაწერა „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“ განკარგულებას.

როგორც ქორიძემ განაცხადა, 105 პირი სასჯელისგან სრულად გათავისუფლდა, რომელთაგან 8 ქალბატონია. ისინი საპატიმროს დღესვე დატოვებენ.

„საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა შეწყალების მორიგი აქტი, რომლის შესაბამისად შეწყალებულია 155 მსჯავდებული, რომელთაგან 105 პირი, მათ შორის 8 ქალბატონი საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლებულია და ისინი დღეს დატოვებენ საპატიმრო დაწესებულებას. 50 მსჯავრდებულის, მათ შორის ერთი არასრულწლოვანის და ერთი ქალბატონის სასჯელი კი შემცირებულია სხვადასხვა ფორმით.

ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო შეწყალების საქმეთა კომისიის 21-23 თებერვლის სხდომის შედეგად ჩამოყალიბებული რეკომენდაციების საფუძველზე. ამ სხდომაზე კომისიამ განიხილა 1178 პირის საქმე და დადებითი რეკომენდაციები წარუდგინა პრეზიდენტს“, - განაცხადა ზვიად ქორიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics