17:32 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-21 15:42:58, 437 ნახვა

ეკონომიკა
მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად „თიბისისა“ და EBRD-ს შორის 25 მილიონი აშშ დოლარის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა

“თიბისისა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერას ისახავს მიზნად - განსაკუთრებული ფოკუსით მწვანე ინვესტიციების დაფინანსებაზე.

EBRD-თან აღნიშნული თანამშრომლობა პირდაპირ თანხვედრაშია “თიბისის“, როგორც წამყვანი საბანკო ჯგუფის, სტრატეგიულ პრიორიტეტებთან, მხარი დაუჭიროს ადგილობრივი ბიზნესების მდგრად განვითარებას და ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკის დედოლარიზაციას. 

ლარში დენომინირებული სესხის მიღებით, იზრდება ადგილობრივ ვალუტაში ფინანსირებაზე ხელმისაწვდომობა, რაც კერძო სექტორის განვითრებისთვის აუცილებელი პირობაა. შესაბამისად, მოზიდული დაფინანსება, “თიბისის“ საშუალებას აძლევს  შეუფერხებლად  განაგრძოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების უზრუნველყოფა გრძელვადიანი, ადგილობრივი ვალუტის სესხებით.

აღსანიშნავია, რომ პროექტი ფოკუსირებული იქნება ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიისა და კლიმატისადმი მდგრადი პროექტების დაფინანსებაზე, რაც ხელს შეუწყობს კლიმატთან დაკავშირებული ინვესტიციების პოპულარიზაციას საქართველოში და გაამყარებს “თიბისის“ მოწინავე პოზიციებს მწვანე და მდგრადი ფინანსირების მიმართულებით.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის შესახებ

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია. წლების განმავლობაში EBRD-მა საქართველოში, ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკის სფეროებში, 5.3 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის ინვესტიცია განახორციელა, ჯამში 301 პროექტში, რომლის 82% კერძო სექტორზე მოდის.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics