12:56 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-16 15:50:44, 431 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რადას უკრაინის „გამარჯვების გეგმის“ დეტალები წარუდგინა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ "გამარჯვების გეგმის" დეტალები უკრაინელ დეპუტატებს გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო Telegram-ზე ავრცელებს.

მისი განცხადებით, უკრაინის "გამარჯვების გეგმა" 5 პუნქტისგან შედგება.

"გეგმის პირველი პუნქტი ითვალისწინებს უკრაინის დაუყოვნებლივ მიწვევას ნატოში, რისთვისაც პარტნიორების გადაწყვეტილებაა საჭირო.

მეორე პუნქტში საუბარია ომის რუსეთის ტერიტორიაზე გადატანაზე, რათა შეიცვალოს რუსეთის მოქალაქეთა განწყობა, ასევე მოკავშირეების ჩართვაზე უკრაინის საჰაერო სივრცეში რუსული რაკეტებისა და დრონების ჩამოგდებაში და უკრაინის მიერ დასავლური შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნაზე.

მესამე პუნქტი გულისხმობს უკრაინაში "კომპლექსური არაბირთვული სტრატეგიული შეკავების პაკეტის" განთავსებას, რაც საკმარისი იქნება ქვეყნის მომავალში დასაცავად. ამ პუნქტს აქვს საიდუმლო დანართი, რომელიც დასავლელ პარტნიორებს გადაეცათ. ამ პუნქტში საუბარია ასევე დასავლეთის მიერ უკრაინაში იარაღის წარმოების დაფინანსებაზე.

მეოთხე პუნქტი ითვალისწინებს უკრაინის შეთანხმებას მოკავშირეებთან, ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან უკრაინაში მრავალი ქვეყნისთვის საინტერესო ძვირფასი რესურსების, კერძოდ, ურანის, ტიტანისა და ლითიუმის მოპოვებაში ინვესტიციების დაბანდების შესახებ, რაც ყველა მხარისთვის სასარგებლო იქნება.

გეგმის მეხუთე პუნქტი გათვლილია ომის შემდგომ პერიოდზე და ითვალისწინებს უკრაინელი სამხედროების გამოცდილების გამოყენებას ნატოსა და მთელი ევროპის უსაფრთხოების გასაძლიერებლად",- წერს გონჩარენკო.

ცნობისთვის, 17-18 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის "გამარჯვების გეგმას" ევროპულ საბჭოს წარუდგენს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics