13:09 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-02 11:21:11, 533 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების მიერ გაშვებული 22 რაკეტა და 20 დრონი გავანადგურეთ

რუსების მიერ გაშვებული 22 რაკეტა და 20 დრონი გავანადგურეთ, - ამის შესახებ  უკრაინის საჰაერო ძალებში განაცხადეს.

უწყების ცნობით, 2 სექტემბრის ღამეს საჰაერო თავდაცვამ რუსეთის მიერ გაშვებული 16 ბალისტიკური რაკეტა, 13 ფრთოსანი რაკეტა და 20 დრონი გაანადგურა.

"მტერმა ბალისტიკური, ფრთოსანი და საზენიტო მართვადი რაკეტების გამოყენებით განახორციელეს სარაკეტო შეტევა კიევის, სუმისა და ხარკოვის რაიონებზე, ასევე შეუტიეს "შაჰიდების" ტიპის თავდასხმის დრონებით სამხრეთიდან.

აღმოაჩინეს 58 საჰაერო სამიზნე - 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტა და 23 თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატი: 

16 "ისკანდერ-M/KN-23" ბალისტიკური რაკეტა;
14 "Kh-101" ფრთოსანი რაკეტა.
4 საზენიტო მართვადი რაკეტა S-300/S-400;
1 გაურკვეველი ტიპის რაკეტა;
23 თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატი.
სხვადასხვა ეკიპაჟების საბრძოლო მუშაობის შედეგად, უკრაინის მხარის ცნობით, ჩამოაგდეს:

9 ბალისტიკური რაკეტა "ისკანდერ-მ/KN-23";
13 "Kh-101" ფრთოსანი რაკეტა;
20 თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატი "შაჰიდ-131/136", - ნათქვამია საჰაერო ძალების ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics