00:23 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-12 09:03:12, 514 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძარი გააჩინეს

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსებმა ხანძარი გააჩინეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Telegram-ზე წერს.

ზელენსკის თქმით, რუსეთმა პასუხი უნდა აგოს მომხდარზე.

"რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძარი გააჩინეს. ახლა რადიაციის მაჩვენებელი ნორმაშია, მაგრამ სანამ ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლს რუსი ტერორისტები ინარჩუნებენ, სიტუაცია ნორმალური არაა და ვერ იქნება. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავების პირველივე დღიდან რუსეთი მას მხოლოდ უკრაინის, მთელი ევროპისა და მსოფლიოს შანტაჟისთვის იყენებს. ველოდებით მსოფლიო რეაქციას, ველოდებით ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რეაქციას. რუსეთმა ამაზე პასუხი უნდა აგოს“,- განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics