11:36 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-11 16:04:50, 735 ნახვა

რეგიონი
ანსამბლი „ბეთლემის“ 20 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა

ანსამბლი "ბეთლემის" 20 წლის საიუბილეო საღამო აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ "არსიანის" საკონცერტო დარბაზში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ანსამბლი 2004 წელს ჩამოყალიბდა, რომელსაც იმედა ფარტენაძე და ნოდარ კახიძე ხელმძღვანელობდა.

„ანსამბლის ქორეოგრაფები დღემდე იმედა ფარტენაძე და მზია ტუნაძეა.

ანსამბლი "ბეთლემი" აქტიურად მონაწილეობდა ქართულ ხალხური და მსოფლიო ცეკვების საერთაშორისო ფესტივალში, როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში, თურქეთში, აზერბაიჯანში და რუმინეთში. ანსამბლს არაერთი ჯილდო, სიგელები, დიპლომები და თასი აქვს მიღებული.

"ბეთლემმა" წარმატებით გაიარა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული სერთიფიცირება და მიიღო შესაბამისი სერტიფიკატი.

ანსამბლი "ბეთლემი" 2016 წლის საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის ლაურეატი გახდა.

საიუბილე საღამოზე ანსამბლი "ბეთლემი" "სახალხო ანსამბლის წოდებით" დაჯილდოვდა. ჯილდო საქართველოს ქორეოგრაფიული კავშირის თავმჯდომარე კახაბერ მარკოიშვილმა გადასცა.

ღონისძიებაში მონაწილეობდა ანსამბლი "ბეთლემი", ქედის კულტურის ცენტრთან არსებული მუსიკალური ბენდი, ხატია დიასამიძე და ანსამბლ "ბეთლემის" უხუცესი წევრები.

საიუბილეო საღამოს ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, მაჟორიტარი დეპუტატი უმაღლეს საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძე, საქართველოს ქორეოგრაფიული კავშირის თავმჯდომარე კახაბერ მარკოიშვილი, აჭარის ქორეოგრაფიული კავშირის თავმჯომარე გენო ჭელიძე, საერთაშორისო ფესტივალების ორგანიზაცია "ბათუმი Black Sea" დირექტორი ანზორ დევაძე, ქედის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ჯამბულ სურმანიძე ესწრებოდნენ”, - ნათქვამია ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics