21:48 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-03 12:44:31, 718 ნახვა

ეკონომიკა
Global Finance-მა „თიბისი“ სახაზინო პროდუქტებისა და ნაღდი ფულის მართვის მიმართულებით, საუკეთესო ბანკად დაასახელა

Global Finance-მა “თიბისი“, სახაზინო პროდუქტებისა და ნაღდი ფულის მართვის მიმართულებით, საუკეთესო ბანკად დაასახელა

საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance, “თიბისი“, ზედიზედ მესამედ, სახაზინო პროდუქტებისა და ნაღდი ფულის მართვის მიმართულებით, საქართველოში საუკეთესო ბანკად დაასახელა.

“თიბისიმ“ აღიარება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: მომხმარებლების მომსახურება, ინოვაციური პროდუქტები, მომგებიანობა და ბაზრის წილი.

ერთ-ერთი პროდუქტი, რომელმაც ჯილდო განაპირობა, თანამედროვე Bulk Cash-in აპარატია, რომელიც “თიბისიმ“, ნაღდი ფულის ეფექტური მართვისა და კლიენტებისთვის ბიზნესპროცესების გამარტივების მიზნით, 2021 წელს დანერგა.

აპარატი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასურველ ლოკაციაზე, დღე-ღამის სასურველ მონაკვეთში, ადამიანთან ფიზიკური კონტაქტის გარეშე, ნებისმიერი რაოდენობის ნაღდი ფული - როგორც კუპიურების, ასევე მონეტების სახით, კომპანიის ანგარიშზე მომენტალურად ასახონ.

ამ დროისთვის “თიბისის“ ფილიალებსა და კლიენტი კომპანიების ლოკაციებზე  ჯამში 100 აპარატია განთავსებული. აპარატებმა 2023 წელს 2 მილიარდ ლარამდე ნაღდი ფული  მიიღო.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics