2024-05-29 11:05:48, 384 ნახვა
რეგიონი
მხიარულთა და საზრიანთა გუნდებს შორის ჩემპიონატში პირველი ადგილი ზვარის საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა
ქედის კულტურის ცენტრში, მხიარულთა და საზრიანთა გუნდებს შორის მუნიციპალური ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც მერისის, ზვარის, დაბა ქედის, პირველი მაისისა და წონიარისის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მხიარულთა და საზრიანთა გუნდებს შორის პირველი ადგილი ზვარის საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა.
მხიარულთა და საზრიანთა გუნდებს შორის შეჯიბრი ქედის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის "ინტელექტუალური და შემეცნებითი პროექტების" მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართა.
ინფორმაციას ქედის მერია ავრცელებს.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),