2016-02-13 16:35:27, 1068 ნახვა
მსოფლიო
სტოლტენბერგმა რუსეთს სამხედრო წვრთნების გეგმის გამოქვეყნებისკენ მოუწოდა
„მოვუწოდებ რუსეთს სამხედროწვრთნების გეგმები ინტერნეტში გამოაქვეყნოს“, - ამის შეახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მიუნხენში ჩატარებულ უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, დიალოგი ინფორმაციის, ზრახვებისა და მოლოდინების გაცვლისთვისაა საჭირო.
„ვფიქრობ, რომ ჩვენ ინსპექციის ორმხრივი რეჟიმი უნდა დავიწყოთ. ნატო სამხედრო წვრთნების შესახებ საკმაოდ ვრცელ ინფორმაციას ინტერნეტის მეშვეობით აქვეყნებს და ჩვენი გეგმები ყველასთვის ცნობილია. ამიტომ, მოვუწოდებ რუსეთს, იგივე გააკეთოს“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან