20:19 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-20 11:12:10, 1173 ნახვა

რეგიონი
აჭარის განათლების მინისტრმა და ქედის მერმა ინკლუზიური განათლების ცენტრი მოინახულეს

ქედის საჯარო სკოლაში ინკლუზიური განათლების ცენტრი მოინახულა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, ნორვეგიის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან საქართველოსა და სომხეთში მარკო სოლდიჩისთან და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელთან ემი ქლენსისთან ერთად.

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში დაბა ქედის საჯარო სკოლაში განხორციელდა ინკლუზიური განათლების ცენტრების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და აღჭურვა, რაც მოიცავს საგანმანათლებლო და სახელოვნებო-შემეცნებითი სექციების მოწყობას. 

მერიის ინფორმაციით, ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლაში ინკლუზიური განათლების ცენტრში 2023 წლის მაისის და ივნისის თვეებში მიმდინარეობს საგანმანათლებლო და სახელოვნებო- შემეცნებითი სერვისების პილოტირება. ამ ეტაპზე ქედის საჯარო სკოლის ინკლუზიური განათლების ცენტრში დარეგისტრირებულია 14 სსსმ მოსწავლე. ინკლუზიური განათლების ცენტრი სრული დატვირთვით მუშაობას 2023 წლის სექტემბრიდან დაიწყებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics