|
2023-01-24 23:09:13, 1431 ნახვა
კომენტარი
ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანაზე - არამგონია ადვოკატი მის მდგომარეობას უფრო აფასებდეს, ვიდრე 7 ექიმი
რეანიმაციაში გადაყვანაზე საუბარი არ ყოფილა, როგორც ვიცი ეს ინფორმაცია მისმა ადვოკატმა გაავრცელა, არამგონია ადვოკატი მის მდგომარეობას უფრო აფასებდეს, ვიდრე 7 ექიმი, - ასე გამოეხმაურა "ვივამედის" კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე, მიხეილ სააკაშვილი ადვოკატის განცხადებას, რომელიც სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანას ითხოვს. მისივე თქმით, "ვივამედის" კლინიკა აქამდე ჰიბრიდ კლინიკა იყო და არსებობს ყველანაირი საშუალება, რაც არის საჭირო და აუცილებელი სამკურნალოდ. "რეანიმაციაში გადაყვანაზე საუბარი არ ყოფილა, არ ვიცი საიდან გავრცელდა ეს ინფორმაცია, გაავრცელა, როგორც ვიცი ადვოკატმა და არა მგონია ადვოკატი მის მდგომარეობას უფრო აფასებდეს, ვიდრე 7 ექიმი. ახლა აქვს 37.1 ტემპერატურა... პროგნოზი შეიცავს გარკვეულ რისკებს. რა თქმა უნდა, კოვიდთან დაკავშირებით რაც არის, ადრე ვიყავით ჰიბრიდ კლინიკა და გაგვაჩნია ყველა საშუალება, რაც არის საჭირო და აუცილებელი, ამ შემთხვევაში", - განაცხადა ჩხაიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)