17:16 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-09 17:48:12, 2011 ნახვა

სხვადასხვა
აშშ რუსეთს და ჩინეთს ახალ სანქციებს დაუწესებს - Wall Street Journal

აშშ აპირებს გამოაცხადოს ახალი სანქციები რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ, - იუწყება The Wall Street Journal ვაშინგტონში წყაროებზე დაყრდნობით.

სანქციები მიზნად ისახავს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომში ირანული თვითმფრინავების გამოყენების თავიდან აცილებას. შეზღუდვები გავლენას მოახდენს რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევაში ჩართულ სტრუქტურებზეც.

დღეს დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებსა და სამხედროებს, უკრაინელების წამებისა და უკრაინაში ომის გამო, სანქციები დაუწესა. აღნიშნული ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სანქცირებულთა სიაში არიან რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საგამოძიებო კომიტეტის სამხედრო საგამოძიებო დეპარტამენტის 534-ე განყოფილების გამომძიებელი ვალენტინ ოპარინი და როსტოვის ოლქის პროკურორი ოლეგ ტკაჩენკო, რომელმაც მტკიცებულებების მოსაპოვებლად წამების მეთოდი გამოიყენა. 

შემაკავებელი ღონისძიებები ასევე მიღებულია ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლის, ანდრეი ტიშენინისა და ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე უფროსი დეტექტივის, არტურ შამბაზოვის წინააღმდეგ. მათ 2015 წელს უკრაინელი აქტივისტი ალექსანდრე კოსტენკო აწამეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics