13:10 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-07 09:58:46, 888 ნახვა

სამხედრო
რუსეთმა საზღვარზე დისლოცირებული ჯარების 95% უკვე უკრაინაში გაგზავნა - პენტაგონი

უკრაინაში შეყვანილი რუსული ჯარების რაოდენობამ, კვირას მდგომარეობით, მიაღწია იმ რაოდენობის 95%-ს, რაც მანამდე პუტინმა უკრაინის საზღვრის მახლობლად წვრთნების საფარქვეშ მოახდინა კონცენტრირება.
ამის შესახებ, Washington Examiner-ის ცნობით, კვირას კონფერენციაზე პენტაგონის მაღალჩინოსანმა განაცხადა, 

”დაახლოებით 170,000 ჯარისკაციდან, რომლებიც განლაგებული იყო უკრაინის საზღვრის გასწვრივ, რუსეთისა და ბელორუსიის ტერიტორიაზე, დაახლოებით 95% ახლა უკრაინის შიგნით იმყოფება,” - ციტირებს გამოცემას სამხედრო ოფიციალური პირი.

ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ძალების შეყვანას უკრაინის ტერიტორიაზე, რადგან პარასკევს პენტაგონმა ეს მაჩვენებელი 92%-მდე შეაფასა.

რუსი სამხედროების ჯამურმა საბრძოლო დანაკარგებმა 24 თებერვლიდან 6 მარტამდე შეადგინა დაახლოებით 11000-ზე მეტი პერსონალი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
15 აპრილიდან მდინარე დიღმურას ხიდზე საავტომობილო მოძრაობა 5 თვით სრულად შეიზღუდება
პაშინიანის ავტოკოლონის თანმხლები ავტობუსი ავარიაში მოყვა
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics