20:19 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-03 10:07:20, 755 ნახვა

ეკონომიკა
საქსტატმა სამომხმარებლო კალათა განაახლა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სამომხმარებლო კალათა განაახლა.  

სამომხმარებლო კალათა გამოიყენება სამომხმარებლო ფასების ინდექსის (ქვეყანაში არსებული ინფლაციის დონის) გასაანგარიშებლად, და ასახავს ქვეყნის საშუალო მომხმარებლის დანახარჯების სტრუქტურას.

2015 წლის სამომხმარებლო კალათა მოიცავს 295 დასახელების სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებას, რაც იდენტურია 2014 წლის სამომხმარებლო კალათის. განახლებულია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების წონები.  2015 წლის განახლებული სამომხმარებლო კალათა ეფუძნება ეროვნულ ანგარიშთა სისტემით განსაზღვრულ მოხმარების სტრუქტურას. 

"სამომხმარებლო კალათის ჯგუფების და ინდივიდუალური საქონლის (მომსახურების) წონები ეფუძნება ეროვნულ ანგარიშთა სისტემით განსაზღვრულ მოხმარების სტრუქტურასა და შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევიდან მიღებულ ინფორმაციას. წონების განახლება ხდება ყოველწლიურად, ზემოაღნიშნული წყაროებიდან მიღებული უახლესი მონაცემების გამოყენებით.  ეროვნული ანგარიშებიდან მიღებული წონების გამოყენება სამომხმარებლო კალათის ფორმირების პროცესში წარმოადგენს ერთ–ერთ არსებით რეკომენდაციას, რომელსაც ევროსტატი ევროკავშირის წევრ–ქვეყნებს სთავაზობს. განახლებული სამომხმარებლო კალათა ასახავს მოსახლეობის დანახარჯების უახლეს სტრუქტურას, რაც უფრო საიმედოს ხდის სამომხმარებლო ფასების ინდექსს - ინფლაციის მაჩვენებელს",-განმარტავენ საქსტატში.

განახლებულ სამომხმარებლო კალათაში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების წილი ყველაზე მეტია, ის  30,74%-ს შეადგენს, შემდეგ მოდის  ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (5,19%), ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (2.86%), საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (8,48%), ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება (6,43%), ჯანმრთელობის დაცვა (9,46%), ტრანსპორტი (11,80%), კავშირგაბმულობა (3,61%),დასვენება, გართობა და კულტურა (7,11%),განათლება (5,03%),სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (4,80%),სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (4,50%).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics