00:49 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-09 17:50:26, 786 ნახვა

კომენტარი
არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტებს - ჯვრის დანახვაზე იძაბებით?

„ჯვრის დანახვაზე იძაბებით?“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის წინ აღმართულ ჯვარზე საუბრისას განაცხადა.

მან ჟურნალისტებს ასევე უთხრა, რომ პარლამენტის წინ შესაწუხებელი ცარიელი კარვები იყო.

„ჯვრის დანახვაზე იძაბებით? თქვენ ხართ მედია, რომელმაც საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.

თქვენ ამ კითხვას რომ მისვამთ, ვხვდები, შეწუხებული ხართ, რომ პარლამენტის წინ ვიღაცამ ჯვარი დადგა, მაგრამ წინა პერიოდში არ მახსოვხართ შეწუხებული, როცა თვეების განმავლობაში ცარიელი კარვები და სააკაშვილის დაბრუნების კომიკური ბანერი იდგა. მაშინ თქვენი პრეტენზიები არ მინახავს. ასე აღტკინებით და შეწუხებით მაშინაც რომ გეკითხათ, კარგი იქნებოდა.

არაფერი გაბედე-არგაბედეს თამაში არ არის, მალე ნახავთ, რომ ნორმალურად, კანონმდებლობის ფარგლებში, გადაწყდება ყველა და პარლამენტის წინ ტერიტორია დაუბრუნდება ისეთ ფორმას, რომელსაც პარლამენტი იმსახურებს.

აქედან სენსაციებს ნუ ქმნით. როგორც მოქალაქეები თუ უნდა შეწუხებულიყავით, უნდა შეწუხებულიყავით მაშინ, როცა ცარიელი კარვები იდგა და რამდენიმე ადამიანს ოპოზიცია სიცხეში აწამებდა ისე, რომ არანაირი პროტესტი იქ არ არსებობდა“, -  განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics