22:24 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-21 19:49:57, 1324 ნახვა

კომენტარი
ევროკავშირი და აშშ - ლუკაშენკოს რეჟიმს მოვუწოდებთ, სრულად ითანამშრომლოს 23 მაისის მოვლენებზე საერთაშორისო გამოძიებასთან

ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბელარუსისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღეს კოორდინირებული ზომები იქნა მიღებული 23 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით.

„ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ ლუკაშენკოს რეჟიმის მხრიდან ადამიანის უფლებებზე, ძირითად თავისუფლებებსა და საერთაშორისო სამართალზე შეტევით.

დღეს კოორდინირებული ზომები მივიღეთ 23 მაისს Ryanair-ის კომერციული ფრენის იძულებითი დაშვებისა და ჟურნალისტ რომან პროტასევიჩისა და სოფია საპეგას პოლიტიკურად მოტივირებული დაკავების საპასუხოდ.

მხარს ვუჭერთ ბელარუსი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს. მოვუწოდებთ რეჟიმს, შეწყვიტოს რეპრესიული პრაქტიკა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ, რომ რეჟიმმა თავი აარიდა ადამიანის უფლებების დაცვას, დემოკრატიული პრინციპების დაცვასა და საერთაშორისო საზოგადოებასთან ურთიერთობას.

ლუკაშენკოს რეჟიმს მოვუწოდებთ, სრულად ითანამშრომლოს 23 მაისის მოვლენებზე საერთაშორისო გამოძიებასთან.

დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი. შეასრულოს დამოუკიდებელი საექსპერტო მისიის ყველა რეკომენდაცია ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში“, - ნათქვამია განცხადებაში





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics