|
2021-06-07 17:51:53, 884 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე გახარიაზე - ჭორზე აგებენ მთელ თავის კამპანიას და ეს არის „ნაცური“ ნარატივი
„ჭორზე აგებენ მთელ თავის კამპანიას და ეს არის „ნაცური“ ნარატივი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გიორგი გახარიას პარტიაზე საუბრისას განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ გახარიას პარტიამ ერთმანეთისგან უნდა გაარჩიოს პოლიტიკური განცხადებები და კონკრეტული ბრალდებები. „როცა ადამიანის სახელით სპეკულირებენ და ავრცელებენ ჭორებს, ამ ჭორების საფუძველზე ცდილობენ გარკვეულ წარმატებას მიაღწიონ არჩევნებში, 3-4 პროცენტი მაინც ჩამოატეხონ რეიტინგში და საარჩევნო შედეგებში „ქართულ ოცნებას“, მათი მხრიდან ჭორაობაზეც ძალიან უხერხულია საუბარი, როცა ჭორზე აგებენ მთელ თავის კამპანიას და იმაზეც ძალიან უხერხულია საუბარი, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ განცხადებით დაბრუნდა პოლიტიკაში. ეს არის „ნაცური“ ნარატივი, რადგან ადამიანი, რომლის სახელითაც სპეკულირებენ თავისუფლად შეიძლება გამოვიდეს და ასეც გააკეთა მან და თქვა, რომ ეს არის ჭორი, ტყუილი და თავისი სახელი დაარქვა ყველაფერს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის დაბრუნდა პოლიტიკაში, მან დააფიქსირა თავის პოზიცია. ჩვენ ანალოგიურად ვფიქრობთ, რომ თავის დროზე ადამიანს, რომელსაც ეჭირა პრემიერის პოზიცია და იყო ძალიან კრიტიკული მომენტი მისი გუნდისთვის, მისი ქმედება შეფასებული იქნა როგორც ღალატი. მის თანაგუნდელებს ასევე ვურჩევ, ერთმანეთისგან გაარჩიონ პოლიტიკური განცხადებები და კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდება, ამას თუ გაითვალისწინებენ მეორედ პროკურატურაში აღარ გაიქცევიან და ყველა ასეთ განცხადებაზე, რომელიც არის სწორი, არ მოუწევთ განცხადებების წერა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)