03:41 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-05 10:30:16, 1471 ნახვა

სამხედრო
ორფოლოს პოლიგონზე საინჟინრო სწავლება დასრულდა

ორფოლოს პოლიგონზე საინჟინრო სწავლება „დასავლეთის ზღუდე 2021“ საჩვენებელი წვრთნით დასრულდა. ორკვირიან სწავლებაში დასავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი, მე-2 და მე-3 ქვეითი ბრიგადების საინჟინრო ასეულები მონაწილეობდნენ.

წვრთნების მთავარ ამოცანას საინჟინრო ქვედანაყოფების მომზადება, ასევე, თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციების საინჟინრო მხარდაჭერა წარმოადგენდა. ორკვირიანი სწავლების ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებმა კოორდინირებულად მოქმედებასა და საინჟინრო დაბრკოლებების მოწყობაში პრაქტიკული უნარ-ჩვევები დახვეწეს. ქვედანაყოფებმა ერთობლივად განახორციელეს საინჟინრო დაზვერვა, დანაღმული ველების მომზადება და ფეთქებადი და არაფეთქებადი დაბრკოლებების გადალახვა როგორც დღის, ასევე ღამის პირობებში. სწავლების მონაწილეებმა საკუთარი ქვედანაყოფების დაბრკოლებებში გატარებისა და გასასვლელების გახსნა-ჩაკეტვის ოპერაციებიც განახორციელეს.

დასკვნით სწავლებას დასავლეთის სარდალი ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და დასავლეთ სარდლობის ბრიგადის მეთაურები დაესწრნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics