12:24 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-25 12:56:08, 639 ნახვა

კომენტარი
გიგა ბოკერია მოუწოდებს მოქალაქეებს, არ შეუერთდნენ „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო პროტესტს

პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ არ შეუერთდნენ „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილებს.

როგორც გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული არც პრაგმატულად, არც მორალურა კარგ შედეგს არ მოიტანს.

„ჩვენი ქვეყნის მომავლის წინააღმდეგ გზავნილებია ეს ყველაფერი. ეს არ ეხება ყველა ადამიანს ვინც ამ პროტესტში მონაწილეობს, მაგრამ ინიციატივა აქვს სწორად ამ განწყობილებებს. ეს არის სამწუხარო ფაქტი, ამიტომ მინდა მოვუწოდო ყველა გულწრფელ მოქალაქეს, რომელიც გაბრაზებულია ამ მთავრობაზე საფუძვლიანად, არ შეუერთდეს ამ პროტესტს. მე მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ პარტიას და სამოქალაქო ჯგუფს, არ აყვნენ ცდუნებას, რომ ხალხი გაბრაზებულია, რაღაც ხალხის რაოდენობა დაინახეს და ეს არის შესაძლებლობა ამ მთავრობის წინააღმედ ამის გამოყენების. ეს არ მოიტანს არც პრაგმატულად, არც მორალურად კარგ შედეგს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics