20:15 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-15 11:10:48, 480 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - ჩვენ ვეხმარებით და მომავალშიც მხარში დავუდგებით საქართველოს ტურისტულ სექტორს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა შეკვეთილში სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარ სასტუმროს „რეზოლუტს" ეწვია და დაინტერესდა, რამდენად მომზადებული ხვდება ის ტურისტულ სეზონს.

მიუხედავად იმისა, რომ „რეზოლუტი" ორი წელია, აშენდა, პანდემიის გამო, სასტუმრო ტურისტებს ვერ ემსახურებოდა. შარშან „რეზოლუტში" რამდენიმე თვის განმავლობაში კოვიდ-სასტუმრო ფუნქციონირებდა, შედეგად, სასტუმროს პერსონალმა კარგად იცის, როგორ მოემსახუროს დამსვენებლებს უსაფრთხოდ და რეგულაციების მკაცრი დაცვით.

„მცირე სასტუმრო „რეზოლუტი", სადაც დასაქმებულია 20-მდე ადამიანი, გაიხსნა „აწარმოე საქართველოში" დახმარებით. პანდემიის პერიოდში, ფუნქციონირებდა როგორც კოვიდ-სასტუმრო და ახლა ემზადება, ნორმალურ რეჟიმში, ტურისტებს უსაფრთხოდ მოემსახუროს. სასტუმროს უკვე აქვს ჯავშნები როგორც საქართველოდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან, რაც ძალიან გვახარებს. ჩვენი სასტუმრო ინდუსტრია ემზადება, სრულფასოვნად  უმასპინძლოს ტურისტებს. ჩვენ მათ გვერდში ვართ, რომ მალე მოხდეს სასტუმრო პერსონალის ვაქცინაცია და ამისთვის საჭირო ყველა ინფრასტრუქტურული საკითხი დროულად გადაწყდეს," - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, სასტუმრო ინდუსტრიის მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. „ჩვენი პროგრამა „აწარმოე საქართველოში" კვლავაც მხარში უდგას სასტუმროებს, განსაკუთრებით, მცირე და საოჯახოებს, რათა ისინი მომზადებული დახვდნენ და წლევანდელი ტურისტული სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარონ," - განაცხადა ნათია თურნავამ.

სასტუმრო „რეზოლუტში" სასტუმროში 33 ნომერია. სასტუმრო 2020 წლის ნოემბერი - დეკემბერში ფუნქციონირებდა როგორც კოვიდ სასტუმრო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
ივანიშვილის პარლამენტმა ე.წ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, “ბაზარი ორბელიანზე” მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics