09:16 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-22 22:52:15, 518 ნახვა

კომენტარი
შალვა ნათელაშვილი - ევროკავშირს უყვარს და მოსწონს ფულიანი ოლიგარქია საქართველოში

„ევროკავშირს უყვარს და მოსწონს ფულიანი ოლიგარქია საქართველოში“, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის პოლიტიკური ელიტა გადაფარებულია ქრთამით.

„ევროკავშირს უყვარს და მოსწონს ფულიანი ოლიგარქია საქართველოში და ეს პიროვნებები, ვინც ამას აცხადებენ სამარცხვინო რამეს ევროპისათვის, ევროკავშირისათვის.

ისე დაჩმორდა ევროკავშირი, რომ პუტინის ოლიგარქებს დელი პასკალსა და ალიშე რუსმანოვის ძმაკაცს, დამარბეველსა და ტირანს რომლის ოჯახის წევრებიც დამარბევლად გადაიქცა, იმას ხელს უწობს, რომ გირაო შეიტანოს პოლიტიკური პატიმრის ნაცვლად.

ევროკავშირის პოლიტიკური ელიტა გადაფარებულია, რადგან ეს კაცი არიგებს ქრთამებს მსხვილი ტრანსნაციონალური კორპორაციების მეშვეობით. რით არის უკეთესი ლუკაშენკოზე, რომელსაც სანქციები დაუწესა ევროკავშირმა? რატომ აქვს სანქციები აბრამოვიჩს, დერი პასკალს? ჰაიდამაკს რატომ აქვს სანქციები ევროკავშირიდან? რა დააშავეს ივანიშვილზე მეტი? იმის მაგივრად რომ ევროკავშირი სანქციებით ემუქრებოდეს, აქეთ ეუბნება, რომ პოლიტიკური პატიმრის ნაცვლად, მე გადავიხდი გირაოსო, რომ შენ უკანალი სუფთა დაგრჩესო. ბატონი მაკრონი ძალიან შეცდა როდესაც მან მიანიჭა საპატიო ლეგიონერის წოდება ივანიშვილს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics