|
2021-04-22 11:59:06, 829 ნახვა
სამხედრო
გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპის სარდლობის მეთაურის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპის სარდლობის მეთაურის მოადგილეს, პოლკოვნიკ მარკ ლაროშს უმასპინძლა. გენერალური შტაბის ადმინისტრაციულ შენობაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს თავდაცვის ძალებსა და აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპულ სარდლობას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა გაერთიანებულ კომბინირებულ გაცვლით სწავლებაზე (JCET) და მასში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპის სარდლობის ჩართულობაზე. როგორც გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა აღნიშნა, საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარებისა და მოდერნიზაციისთვის აშშ-ის ევროპის სარდლობასთან თანამშრომლობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ კუთხით საქართველო მზადაა, პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. საუბარი შეეხო ასევე, ერთობლივ მრავალეროვნულ წვრთნებს, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამასა (GDRP) და საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) განვითარების საკითხებს. შეხვედრის დასასრულს თავდაცვის ძალების მეთაურმა პოლკოვნიკ მარკ ლაროშს საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის პროცესში ამერიკული მხარის მხარდაჭერისა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)