|
2021-04-21 19:47:52, 574 ნახვა
კომენტარი
შალვა პაპუაშვილი - ნიკა მელია გაჯიუტებულია და საკნიდან არ გამოდის
„ნიკა მელია გაჯიუტებულია და საკნიდან არ გამოდის“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ „ენმ“-სა და „ევროპულ საქართველოს“ მოლაპარაკების ჩაშლა ბევჯერ სურდათ. „ნაციონალური მოძრაობა მელიას იყენებდა, როგორც ინსტრუმენტს, რომ ებიძგებინა მისთვის, დაერღვია აღკვეთის ღონისძიების პირობები, რათა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხვედრილიყო და მისი გამოყენება მომხდარიყო მღელვარების გამოსაწვევად. ვხედავთ, რომ საფუძველი არ არსებობს, მან სასჯელაღსრულების დაწესებულება ვერ დატოვოს, ის გაჯიუტებულია და ფაქტობრივად საკნიდან არ გამოდის. ეს მდგომარეობა არასერიოზულია და ერთი რამით აიხსნება, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ თვეების განმავლობაში შეთანხმების ჩაშლა რამდენჯერმე წარმატებით შეძლეს, გუშინწინ ჩაშლის ყველა შესაძლებლობა ჩაეკეტათ და ახლა ისინი აგონიაში არიან, ცდილობენ, იქნებ, შეთანხმების აღსრულება შეაფერხონ და ამით მღელვარება შემოიტანონ. მათი დესტრუქციული დღის წესრიგი დამარცხებულია და ეს მარცხი უკვე აღიარეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)