11:13 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-17 15:20:39, 657 ნახვა

კომენტარი
გიგი უგულავა - არჩილ თალაკვაძემ მისდა უნებურად რიგგარეშე არჩევნების თემა გახსნა, თუმცა 40% მიუღებელია

„არჩილ თალაკვაძემ მისდა უნებურად რიგგარეშე არჩევნების თემა გახსნა, თუმცა 40% მიუღებელია“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა ყველა საკითხის დეტალებში განხილვა, რათა არ განემორედეს 8 მარტის შეთანხმების მსგავსი.

„3 საკითხზე ჩვენ თანხმობა გვქონდა გამოცხადებული, მაგრამ ამავე დროს აუცილებელია მთელი რიგი საკითხების დეტალიზაცია იმისთვის, რომ არ მოხდეს ის, რაც 8 მარტის შარშანდელ შეთანხმების მსგავსად მოხდეს, როცა „ქართულმა ოცნებამ“ ხელი მოაწერა და 2 თვე უარყოფდა შემდეგ ამას.

ამიტომ დოკუმენტი საჭიროებს მთელ რიგ დეტალიზაციას დოკუმენტისვე ფარგლებში.

მისასალმებელია ასევე ის, რომ არჩილ თალაკვაძემ მისდა უნებურად გახსნა თემა რიგგარეშე არჩევნების, თუმცა, წინადადება, რაც მან თქვა 40%-იან ჩამკეტზე, მიუღებელია.

აქამდე ჩვენ „ქართული ოცნებისგან“ გვესმოდა ქირქილი და დაცინვა, რომ პროცენტებს მათთვის მნიშვნელობა არ აქვს და ისეც მოიგებენ და ასეც მოიგებენ.

ახლა ვნახეთ როგორ უყურებენ თავიანთ შესაძლებლობებს. რა თქმა უნდა, ეს ნაწილი ჩვენთვის მისაღები არ არის, მაგრამ მისასალმებელია ის, რომ დაიძრა რიგგარეშე არჩევნებამდე როგორ მივდივართ ეს საკითხი.

დეტალიზაციას მოითხოვს ცესკოს თავმჯდომარის საკითხიც. იქ არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც იცვლება, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ მკაფიოდ არ უთქვამს, ვრცელდება თუ არა ახალი კანონი, რომელსაც მიიღებენ, ქალბატონ თამარ ჟვანიაზე.

ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია დარჩეს თამარ ჟვანია და მივიღოთ მონაწილეობა იმ არჩევნებში, რომელსაც ჟვანია ჩაატარებს“, - განაცხადა გიგი უგულავამ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics