01:15 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-05 18:18:50, 825 ნახვა

რეგიონი
ზუგდიდის 39 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი განახლდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 39 სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი დღეს განახლდა.

ზუგდიდის გამგეობის ინფორმაციით, ახლად რეაბილიტირებულ და განახლებულ საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო წლის დაწყება აღსაზრდელებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიზო სართანიამ, გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის, სოციალური სამსახურის უფროსმა მაია ჩიტაიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ააიპ. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორმა ცისანა თოლორაიამ და დაწესებულების მეთოდისტებმა მიულოცეს.

სტუმრებმა ჩატარებული სარემონტო სამუშაოები, მიწოდებული საკვები პროდუქტები და სველი წერტილები დაათვალიერეს.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 44 სააღმზრდელო დაწესებულებიდან 19 საბავშვო ბაღს სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან დაუფინანსდა. საბავშო ბაღებს შეუცვალეს სახურავები, შეილესა კედლები, შეიცვალა კარ -ფანჯრები და მოწესრიგდა სამზარეულო და სველი წერტილები. ამჟამად, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს გრიგოლიშის,ინგირის #2, ჯიხაშკარის, ჩხოუშის და განმუხურის საბავშო ბაღებში. 2016 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში 3 საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება“, - ნათქვამია ზუგდიდის გამგეობის ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics