12:51 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-03 09:39:27, 830 ნახვა

სამართალი
შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტი აღკვეთა

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის მოქალაქეები - 1968 წელს დაბადებული მეთინ დ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, ხოლო 1983 წელს დაბადებული თამერ ი. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემაში დახმარების ბრალდებით ბათუმში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები დროებით მფლობელობაში არსებულ სასტუმროსა და კლუბში, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ქალბატონებს ფართებს პროსტიტუციისთვის უთმობდნენ. სამართალდამცველებმა სასტუმროს და კლუბის მომსახურე პერსონალი და ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე და 25-254-ე მუხლებით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics