19:05 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-07 05:17:38, 4351 ნახვა

სხვადასხვა
Twitter-მა და Facebook-მა და YouTube დონალდ ტრამპს ანგარიშები წაუშალა

Twitter-მა და facebook-მა აშშ-ს მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, სოციალური ქსელის ანგარიშზე წვდომა 12 საათით შეუზღუდა. 
უფრო ადრე facebook-მა და YouTube დონალდ ტრამპის ვიდეო მიმართვა წაშალეს. 

Facebook-ის წარმომადგენლის გაი როსენის თანახმად ვიდეო შექმნილი "საგანგებო" ვითარებიდან გამომდინარე წაიშალა.

"ეს არის საგანგებო მდგომარეობა და ჩვენ ვიღებთ შესაბამის საგანგებო ზომებს, მათ შორის შედის პრეზიდენტ ტრამპის ვიდეოს წაშლას. ჩვენ ის წავშალეთ, რადგანაც გვჯერა, რომ ის ხელს უწყობს ძალადობას და არ ამცირებს მის რისკებს" - წერს როსენი Twitter-ზე.

Twitter-მა ტრამპს ანგარიში დროებით მას შემდეგ ჩაუკეტა, რაც 6 იანვარს დაწერილი მისი სამი ტვიტის წაშლა მოითხოვა კომპანიის "სამოქალაქო სამართლიანობის პოლიტიკის განუწყვეტლად და მწვავედ დარღვევისთვის".

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ თუ ტვიტები არ წაიშლება ანგარიში კვლავ დაბლოკილი იქნება. 
ეს ის მოვლენებია, რომელიც მაშინ ხდება, როდესაც არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას ასე უცერემონიოდ  ართმევენ დიდ პატრიოტებს, წადით სახლში სიყვარულით და მშვიდობით, – აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მორიგი განცხადება მიკრობლოგ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics