|
2020-12-12 10:24:28, 1000 ნახვა
სამხედრო
მე-11 ქვეითი ბატალიონი GDRP-ის დასკვნით წვრთნას გადის
საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითი ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) დასკვნით წვრთნას ვაზიანის პოლიგონზე გადის. მე-11 ქვეითი ბატალიონის ასეულმა საველე სიტუაციური სწავლება პირობით მოწინააღმდეგეზე შეტევით განახორციელა. ოპერაცია წარმატებით, მოწინააღმდეგის განადგურებით დასრულდა. ქვედანაყოფის მანევრში ინტეგრირებული იყო 82 მმ-იანი ნაღმმტყორცნთა ცეცხლი, მძიმე ტყვიამფრქვევები, 30 მმ-იანი ავტომატური ყუმბარმტყორცნები, სნაიპერთა გათვლები და გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „Javelin“(ჯაველინი). დასკვნითი ფაზა ასეულის დონის საბრძოლო სროლების ბატალიონის საბრძოლო მხარდამჭერ ელემენტებთან ინტეგრაციით განხორციელდა. სწავლების მიზანია, ბატალიონმა ბრიგადასთან კოორდინაციით ასეულის დონის საბრძოლო სროლების დაგეგმვა, აღსრულება, კონტროლი და შეფასება შეძლოს. ასევე, წვრთნები ხელს შეუწყობს რეალურ საბრძოლო მოქმედებებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში პირადი შემადგენლობის საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლებას. საბრძოლო სროლების დაგეგმარებისა და აღსრულების პროცესი საბრძოლო მომზადების ცენტრისა და ამერიკელ პარტნიორთა მენტორობით ხორციელდება. სწავლების მიმდინარეობას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე დაესწრნენ.
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)