|
2020-08-04 10:11:11, 10943 ნახვა
სხვადასხვა
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებს შეხვდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მხარეებმა საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის განვითარების კონცეფციაზე ისაუბრეს. ღონისძიება პროექტის -„შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი მომსახურების ცენტრის ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერა გაუმჯობესებული საჯარო მომსახურების მიწოდების მიზნით“- ფარგლებში გაიმართა. პროექტი მიზნად ისახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრის ორგანიზაციული შესაძლებლობების მხარდაჭერას შესაძლებლობების განვითარების მიზნით განხორციელებული ზომებით, რომლებიც მიმართულია მომხმარებელზე ორიენტირებული საჯარო სერვისების ეფექტიან და ინკლუზიურ მიწოდებაზე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის აღნიშნულ მომსახურებაზე გაზრდილ წვდომაზე. UNDP-ის მხარდაჭერით, ცენტრის თანამშრომლებს ჩაუტარდებათ გადამზადების კურსები მომხმარებელთან ურთიერთობის, ემოციების მართვისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებზე მორგებული სერვისების მიწოდების საკითხებზე. გარდა ამისა, UNDP-ის დახმარებით, ერთიანი მომსახურების ცენტრი, ასევე, დანერგავს საჯარო სექტორის ხარისხის მართვის საერთაშორისო მექანიზმს - შეფასების ერთიან სისტემას (CAF), რომელსაც ევროკავშირის ქვეყნებში 4500-მდე საჯარო უწყება წარმატებით იყენებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის 6 მილიონი აშშ დოლარის (4.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი) ღირებულების პროექტის ნაწილია, რომელიც საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობას ემსახურება და რეფორმის სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: პოლიტიკის შემუშავება და კოორდინაცია, ადამიანური რესურსების მართვა და საჯარო სამსახურის რეფორმა, ასევე, სახელმწიფო სერვისების მიწოდება. აღნიშნული პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2020 წლიდან ხორციელდება.
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)