23:09 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-26 11:30:23, 13587 ნახვა

ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსის ორივე ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი შემთხვევის წყარო დაავადებულთან კონტაქტს უკავშირდება.

მისივე ინფორმაციით, კოვიდ ცენტრებში 125 პაციენტი მკურნალობს.

ამასთანავე, ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 24 პაციენტი მკურნალობს.

„დაგვემატა მხოლოდ 2 ახალი დადასტურებული შემთხვევა და დღეისთვის გვყავს 919 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 4-ით გაიზარდა და 780-ს შეადგენს. ამ მონაცემების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში 125 პაციენტი მკურნალობს. ინფექციურ საავადმყოფოში გამოჯანმრთელდა 2 პაციენტი, რომლებმაც დატოვეს ჩვენი ცენტრი და ამ ეტაპზე 24 დადასტურებული შემთხვევა გვყავს. შედარებით ახლო პერიოდში შემოსულ პაციენტებთანაც არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება. მათი მდგომარეობაც არაა მძიმე, საშუალო და მსუბუქია,“- აღნიშნა ეზუგბაიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics