22:42 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-16 17:15:39, 18269 ნახვა

ომი უკრაინაში
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებული სამი ახალი პაციენტიდან, ორი აზერბაიჯანის, ერთი კი, საქართველოს მოქალაქეა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხი ბექაიას განცხადებით, დღეს, კლინიკაში დადასტურებული 3 ახალი შემთხვევიდან, ორი აზერბაიჯანის მოქალაქეა, ერთი კი, საქართველოსი.

მისივე ცნობით, საქართველოს მოქალაქის, 20 წლის ბიჭის ინფიცირების პირველწყარო ცნობილია.

მანვე დასძინა, რომ სამი ახალი კოვიდინფიცირებულიდან, ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ამ ეტაპისთვის, დადებითი პასუხი არის 3, აქედან 2 არის 60 წლამდე მამაკაცი, არ არიან ამ ქვეყნის მოქალაქეები, არიან აზერბაიჯანის მოქალაქეები, სატრანზიტო ავტოტრასპორტის საშუალებით მოძრაობდნენ, საზღვარზე დაუფიქსირდათ სწრაფი ტესტით კოვიდ19, რის შემდეგაც ჩვენს კლინიკაში პისიარ კვლევით დადასტურდა კორონავირუსი ორივე შემთხვევაში.

ერთი არის 20 წლის მამაკაცი, საქართველოს მოქალაქე, რომელთანაც დადასტურდა კორონავირუსი, პაციენტი გადაყვანილია მცხეთის სამედიცინო ცენტრში და იქ გააგრძელებს მკურნალობას.

ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. აზერბაიჯანის მოქალაქეებზე ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეს, მისი ბებია მკურნალობის იმავე კლინიკაში, სადაც ის ახლა გადაიყვანეს, შესაბამისად, პირველწყარო ბებიაა“, - განაცხადა მარეხი ბექაიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics