13:08 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-12 12:36:59, 18828 ნახვა

ომი უკრაინაში
თსუ-ს კანცლერი - უნივერსიტეტის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის ინფიცირების წყარო უცნობია, მისი კონტაქტები კი თვითიზოლაციაში იმყოფებიან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერის, ლაშა საღინაძის განცხადებით, ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული თანამშრომლის, 2 პირდაპირი და 10 ირიბი კონტაქტის შემთხვევაა დაფიქსირებული.

მისი თქმით, ინფიცირებული თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთული არ არის, თუმცა მას გარკვეული თანმდევი დაავადებები აღენიშნება, რის გამოც საყურადღებოა.

„პირდაპირი კონტაქტი იყო 2. გარდა ამისა, ირიბი კონტაქტის 10 შემთხვევაა გამოვლენილი და ეს პირებიც თვითიზოლაციაში არიან. ინფიცირებულ ქალს საპენსიო ასაკი აქვს, მისი დაინფიცირების წყარო, როგორც ჩემთვის ცნობილია, დადგენილი არ არის და ამასთან დაკავშირებით დამატებითი კვლევა მიმდინარეობს, მაგრამ დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ თსუ-ში წყარო აღმოჩენილი არ არის. ამ ეტაპისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთული არ არის, მაგრამ მას გარკვეული თანმდევი დაავადებები აღენიშნება, შესაბამისად მაინც საყურადღებოა“, - განაცხადა ლაშა საღინაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics