13:08 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-11 13:42:37, 17842 ნახვა

ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე - შეგვიძლია სომხეთს ლუგარის ლაბორატორიაში დღეში 500-დან-1000 PCR ტესტამდე ჩავუტაროთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სომხეთს კორონავირუსზე მათი მოქალაქეების ანალიზების გამოკვლევას ლუგარის ლაბორატორიაში სთავაზობს.

ამის შესახებ გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს შეუძლია სომხეთს დღეში 500-დან-1000 PCR ტესტამდე ჩაუტაროს.

„მე როგორც ინფორმაცია მაქვს, დღეს საღამოს შედგება სომხეთისა და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი და სომხეთის დახმარების საკითხთან დაკავშირებული დეტალები იქ გაირკვევა. მე შემიძლია დაავადებათა კონტროლის ცენტრის კომპეტენციით გითხრათ, რომ შეგვიძლია ტესტირებაში დახმარება. ჩვენ შეგვიძლია, დღეში 500-დან 1000 - PCR ტესტამდე შეგვიძლია ჩავუტაროთ იქ აღებულ ნიმუშებს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველო სომხეთს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში სამედიცინო პერსონალით დაეხმარება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics