2020-05-12 21:42:38, 12746 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთში კორონავირუსი 1709 სამხედროს და 1205 კურსანტს დაუდგინდა
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან რუსეთში 1709 ჯარისკაცი დაინფიცირდა. გარდა ამისა, COVID-19 სამხედრო სასწავლებლის 1205 კურსანტს აღმოაჩნდა. - რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, გოსპიტალიზირებულია 374 სამხედრო, მათგან 20 მძიმე მდგომარეობაშია.
დაინფიცირებულების უმრავლესობა, რუსეთის თავდაცვის სამხედრო სამმართველოს ჯარისკაცები არიან. ასევე მსახურობენ სხვადასხვა ნაწილებში მთელი რუსეთის მასშტაბით.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსი ასევე დაუდგინდა 389 სამოქალაქო პირს, რომლებიც შეიარაღებულ ძალებს ემსახურებოდნენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან