15:17 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-25 18:58:25, 15071 ნახვა

ომი უკრაინაში
თენგიზ ცერცვაძე - მოგვიწევს ვისწავლოთ კოჰაბიტაცია და თანაცხოვრება ამ ვირუსთან

„მოგვიწევს ვისწავლოთ კოჰაბიტაცია და თანაცხოვრება ამ ვირუსთან“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პანდემიის შემდეგ შესაძლოა, კორონავირუსს ისევე დავუახლოვდეთ, როგორც ტუბერკულოზს.

„რაც მთავარია, ქვეყანა უნდა გამოვიდეს ეკონომიკური რეცესიიდან და ეს უბრალოდ აუცილებელია. ამ პირობებში, რა თქმა უნდა, ინფიცირების შემთხვევების რისკი იზრდება. ამ პირობებში მასობრივი ტესტირება, რა თქმა უნდა იქნება, სასარგებლო. ჩვენ მოგვიწევს ვისწავლოთ კოჰაბიტაცია და თანაცხოვრება ამ ვირუსთან. ამაში იცით რა იგულისხმება? უნდა შევეგუოთ იმას, რომ კოვიდით ცალკეული და შესაძლოა ათეული შემთხვევებიც, იქნება ჩვენს ქვეყანაში და ამან არ უნდა გამოიწვიოს დაძაბვა და იმის საფრთხე, რომ ათასეული და ათიათასეული ავადმყოფი იქნება, როგორც ეს მოხდა ევროპის ქვეყნებში. რომ წარმოვიდგინოთ ტუბერკულოზი, ხომ არსებობს? დღემდე საქართველოში ყოველწლიურად ფიქსირდება ტუბერკულიოზის რამდენიმე ასეული შემთხვევა, მაგრამ ეს ვინმეს ჩვენს სამეზობლოში, სამეგობროში რომ დაემართება, არ ხდება განსაკუთრებული განგაშის საგანი. მომავალში, როდესაც ჩვენ შევაჩერებთ პანდემიას და თუ მოახერხებს საქართველო, რომ ეპიდემია წავიდეს დაღმავალი გზით, ამის შემდეგ ჩვენ შეიძლება მოვიქცეთ ამ ინფექციის მიმართ დაახლოებით ისე, როგორც ვიქცევით ტუბერკულიოზის მიმართ ან თუნდაც გრიპის მიმართ, გრიპის სეზონში. ამისთვის აუცილებელია, რომ ეპიდემია იყოს შეჩერებული“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics