16:56 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-14 11:58:09, 735 ნახვა

ეკონომიკა
არჩილ ხაბაძე თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრებს შეხვდა. 
როგორ „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: „TK İNŞAAT“-ის მფლობელი და ასოციაციის თავმჯდომარე ჰალიტ თუზჯუოღლუ , „SPS BARAKA 2005“-ის მფლობელი ბურჰან დინდარი, „PAŞABAHÇE/GURAL PORSELEN“-ის მფლობელი ჯაფერ ჯანთურქი, თურქეთის ავიახაზების მფლობელი დენიზ ოზტირპანი, მეტრო ავრაზიას მფლობელი გალიპ ოზთურქი, მეტრო ავრაზიას წარმომადგენელი მეჰმეთ აიაღი, ზირაათ ბანკის წარმომადგნელი ონურ ფელენთი, სასტუმრო ლეოგრანდის გენერალური დირექტორი მერთ ბოლუქბაში, ჯორჯიან ტექსტილის მფლობელი ნური სარი, თურქეთის გენერალური კონსული ქ. ბათუმში იასინ თემიზქანი, თურქეთის გენერალური საკონსულოს მდივანი სალიჰ ექმექჯი.
მათივე ინფორმაციით, ასოციაციის მიზანია საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო და ეკონომიური ურთიერთობების განვითარებაში წვლილის შეტანა. ასევე ქართველ ბიზნესმენებზე დახმარება, შეხედულებების გაზიარება და პრაქტიკაში დანერგვა. 
ასოციაცია ინფორმაციას აწვდის და ემსახურება შესაბამისი საინფორმაციო ბაზის შექმნას ქართველ და თურქ ბიზნესმენთათვის. ხელს უწყობს ნებისმიერ სავაჭრო და ეკონომიკურ საკითხებში ქართულ და თურქულ საქმიან წრეებს შორის კეთილგანწყობილი ურთიერთობის დამყარებას. ორგანიზებას უწევს საქართველოსა და თურქეთის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას და ერთობლივი საქმიანობის განხორციელებას, მათ შორის რეკომანდაციების გაწევასა და აზრთა გაზიარებას. საზოგადოების სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიზნით ასოციაცია სხვადასხვა პროგრამებს ახორციელებს;





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეგიონებში ცხოველთა 3 ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის - დაესწარით სპექტაკლ “შერეკილები”-ს პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics