14:09 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-11 20:10:38, 503 ნახვა

სამართალი
შსს-მ ფონიჭალაში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფონიჭალაში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ერთი პირი დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი, 1995 წელს დაბადებული ნამიკ ფ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ფონიჭალაში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა შეჩერება მოსთხოვეს ფონიჭალაში მოძრავი „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანის მძღოლს, რომელიც არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, გაუწია წინააღმდეგობა და მოახდინა პოლიციელების სამხურებრივ ავტომანქანაზე შეჯახება, რის შემდეგაც ცივი იარაღით ორ პოლიციელს სხეულზე დაზიანებები მიაყენა და მიმალვა შეძლო. სამართალდამცველების დაჭრაში ბრალდებული პირის დასაკავებლად მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.

ავტომანქანაში მჯდომმა მეორე პირმა - ნამიკ ფ-მ ასევე წინააღმდეგობა გაუწია პოლიციელებს, რა დროსაც ის ადგილზე დააკავეს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას, 26 შეკვრად დაფასოებული ფხვიერი ნივთიერება ამოიღეს, რომელსაც ექსპერტიზა უტარდება.

გამოძიება ნამიკ ფ-ს მიმართ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე მიმდინარეობს - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 353–ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics