2020-04-07 13:41:48, 9930 ნახვა
ომი უკრაინაში
რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული 16 პაციენტიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა
რესპუბლიკური საავადმყოფოს დორექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, მის კლინიკაში მოთავსებული 16 ახალი პაციენტიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა.
მანვე აღნიშნა, რომ დღეს კიდევ 18 პაციენტს გაუკეთდა კორონავირუსზე ანალიზი, რომელთა პასუხებიც ხვალ იქნება.
"რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 51 პაციენტია, გუშინ გამოკვლეული იქნა 16 პაციენტი და ყველას შედეგი იყო ნეგატიური, რადგან უმრავლესობამ დატოვა ჩვენი კლინიკა. დღეს 18 პაციენტს გაუკეთდა დილიდან ანალიზი და მათ პასუხებს ხვალ მოგახსენებთ", - განაცხადა ლევან გოფოძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან