02:54 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-04 12:15:38, 3160 ნახვა

ომი უკრაინაში
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი ერთ ადამიანს დაუდგინდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი ერთ ადამიანს დაუდგინდა, - ამის შესახე ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, თემურ ნადირაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც ოთხი დღის წინ თურქეთიდან შემოვიდა, იმყოფებოდა საკარანტინე ზონაში და ორი დღის წინ მიმართა მათ საავადმყოფოს.

„გუშინ გვყავდა შვიდი პაციენტი კვლევაზე, აქედან ექვსის პასუხი არის უარყოფითი ერთის პასუხი - დადებითი. კორონავირუსი დაუდგინდა ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ოთხი დღის წინ თურქეთიდან შემოვიდა, მოხვდა საკარანტინე ზონაში და გუშინწინ შემოვიდა ჩვენთან. შეიძლება ჩაითვალოს საშუალო სიმძიმის პაციენტად, იმდენად რამდენადაც კოვიდი პნევმონიითა გართულებული, აქვს ტემპერატურაც“, - განაცხადა თემურ ნადირაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics