14:43 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-03 14:53:13, 3593 ნახვა

სამხედრო
„არქიმ“ თავდაცვის სამინისტროს რესპირატორები უსასყიდლოდ გადასცა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიმდინარე ღონისძიებების ფარგლებში დეველოპერულმა კომპანია „არქიმ“ თავდაცვის სამინისტროს 1000 ცალი, ენ-95 რესპირატორი უსასყიდლოდ გადასცა.

კომპანიის წარმომადგენლები მცხეთა-თბილისის საკონტროლო გამშვებ პუნქტს ესტუმრნენ, სადაც საქართველოს თავდაცვის ძალები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, სიტუაციას საგანგებო რეჟიმში აკონტროლებს. „არქის“ გენერალურმა დირექტორმა, შიო ხეცურიანმა რესპირატორები თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, პოლკოვნიკ შოთა ონიანს გადასცა. პოლკოვნიკ შოთა ონიანის განცხადებით, რესპირატორები თავდაცვის ძალებში საჭიროებისამებრ გადანაწილდება.

თავდაცვის სამინისტროსა და „არქის“ წარმომადგენლები ადგილზე ჯარისკაცებსა და სამხედრო მედიკოსებსაც გაესაუბრნენ, სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის, ასევე, სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კერძო კომპანიებთან ინტენსიურად თანამშრომლობს და სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით სხვადასხვა ერთობლივ ღონისძიებას ახორციელებს.


 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics