16:07 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-08 11:45:13, 24576 ნახვა

სამხედრო
„ორფოლოს“ საწვრთნელ ცენტრში ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება დასრულდა

ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის „ორფოლოს“ საწვრთნელ ცენტრში,  პირველი ქვეითი ბრიგადის მე-15 საარტილერიო ბატალიონის ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დასრულდა. მე-15 ბატალიონმა, პოლიგონზე საცეცხლე პოზიციებიდან პირობითი მოწინააღმდეგის გასანეიტრალებლად საარტილერიო დანადგარები და უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა.

ათდღიანი სწავლება საშტაბო და საველე კომპონენტს მოიცავდა. საარტილერიო სწავლების მიზანი, ბატალიონის პირადი შემადგენლობის უნარების დახვეწა იყო, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილში. ეს კი,თავის მხრივ თავდაცვის ძალების საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლებას უწყობს ხელს. დამკვირვებელ - მაკონტროლებლის მიერ საველე  სწავლება დადებითად შეფასდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics