15:44 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-01 10:22:27, 673 ნახვა

სამართალი
შსს-მ დიდი ოდენობით „ექსტაზი“ ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს  თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მეთერთმეტე განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1957 წელს დაბადებული, თურქეთის მოქალაქე ჯენგიზ ქ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში, აწყურის ქუჩაზე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 28 აბი „ექსტაზი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,8558 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება 3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს შეიცავს.
ნარკოლოგიური შემოწმებით დაკავებულს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics