|
2015-07-16 16:02:42, 1752 ნახვა
რეგიონი
ზუგდიდის გამგებელმა და მხარის გუბერნატორმა რიყის გზაზე სამუშაოები დაათვალიერეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ და მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ დღეს, რიყეში გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. გამგეობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ორი მილ–ხიდის სრული რეაბილიტაცია. დღეს მოხდა ბეტონის მილების ჩამოტვირთვა, როგორც სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, ორივე მდინარეზე მოხდება თანამედროვე ხიდ–ბოგირების მოწყობა და გზა სრულად სექტემბრის ბოლომდე იქნება შეკეტებული. როგორც გამგებელი ედიშერ თოლორაია აღნიშნავს სამშენებლო სამუშაოები დაგეგმილზე ადრე დასრულდება. სოფელში გზასთან ერთად მოეწყობა სანიაღვრე არხები და მთლიანად განათდება ზუგდიდი – რიყის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ჯამიური ღირებულება 2 მილიონ 270 ათას ლარს შეადგენს. გუბერნატორის ლევან შონიას განმარტებით მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში ეს მეექვსე გზის მასშტაბური რეაბილიტაციაა. რიყის ადმინისტრაციულ ერთეულში გზა ბოლოს 1989 წელს შეკეთდა. ეს გზა, რამდენიმე სოფელს აერთიანებს, აქვს შიდა სახელმწიფოებრივი დატვირთვა და არის ყველაზე ძვირად ღირებული პროექტი. სამშენებლო სამუშაოებში ადგილობრივები დასაქმდებიან. გზის აღდგენითი სამუშაოების შემდეგ გადაადგილება გაუმარტივდებათ, როგორც ტრანსპორტით ასევე ქვეითად მოსიარულებს.
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)