15:34 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-19 15:50:19, 6894 ნახვა

High - Tech
ჩინეთში კარიესის ვაქცინა მოიგონეს

ჩინეთში უჰანის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შექმნეს ვაქცინა, რომელიც კარიესს კბილების განადგურებაში ხელს შეუშლის. ამის შესახებ სტატიას ჟურნალი Scientific Reports - ი აქვეყნებს.

ვირთხებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად ცნობილი გახდა, რომ მეცნიერების მიერ გამოყვანილი ცილა - KF-rPAc კარიესს აქტიურად ებრძვის და ხშირ შემთხვევებში ანადგურებს მას.

KF-rPAc იმ ბაქტერიებისგან გამოიყვანეს, რომლებიც ადამიანის პირის ღრუში მუდმივად ბინადრობენ. ეს ცილა იმუნიტეტს კარიესთან ბრძოლის დროს პრიორიტეტს აძლევს.

მეცნიერები ახალი ვაქცინის ადამიანებზე ცდების ჩატარებას ახლო მომავალში აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ ახლახანს ამერიკელმა და ავსტრალიელმა მეცნიერებმა დადეს დასკვნა იმის შესახებ, რომ კარიესის გამომწვევი ერთადერთი მიზეზი არასწორი ცხოვრების წესი, დაბალი იმუნიტეტი და ყოველდღიური ჰიგიენის არდაცვაა და არა მემკვიდრეობა, როგორც ადრე ითვლებოდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics