16:12 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-31 15:59:23, 1111 ნახვა

სხვადასხვა
TBC STATUS „შავი ზღვის ჯაზფესტივალის“ არტპოსტერის შესაქმნელად კონკურსს აცხადებს

თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება TBC STATUS „შავი ზღვის ჯაზფესტივალის“ არტპოსტერის შესაქმნელად კონკურსს აცხადებს.

როგორც თიბისი ბანკში აცხადებენ, კონკურსის მიზანია გამოავლინოს ორიგინალური ნამუშევარი, რომელიც 2015 წლის ზაფხულის ფესტივალის მთავარი ატრიბუტი იქნება. 
პოსტერის კონცეფცია ჯაზი, მუსიკა და ზღვა იქნება. ნამუშევრები მიიღება ელექტრონული ფორმით მისამართზე jazzposter@caucasus.net, 1/04/2015 - დან 1/05/2015 - ის ჩათვლით და აიტვირთება ვებგვერდზეhttp://tbilisijazz.com/. კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 

„შავი ზღვის ჯაზფესტივალის“ არტპოსტერის შესაქმნელად  გამოცხადებულ კონკურსში ორი გამარჯვებული გამოვლინდება. ორგანიზატორების რჩეული დაჯილდოვდება ფულადი პრემიით 2000 ლარის ოდენობით და შავი ზღვის ჯაზფესტივალის ყველა კონცერტზე დასასწრები 2 VIP ბილეთით.  კონკურსის ფარგლებში ასევე გამოვლინდება სოციალური ქსელის მომხმარებლის ფავორიტი, რომელიც ყველაზე მეტ მოწონებას (Like - ებს) დაიმსახურებს. გამარჯვებული დაჯილდოვდება ფულადი პრემიით 1000 ლარის ოდენობით და  შავი ზღვის ჯაზფესტივალის ყველა კონცერტზე დასასწრები 2  ბილეთით.

ცნობისთვის, 23–26 ივლისს ბათუმში შავი ზღვის სანაპიროზე რიგით მე–9 შავი ზღვის ჯაზფესტივალი გაიმართება, რომელშიც, ტრადიციულად, მონაწილეობას მსოფლიო ვარკვლავები მიიღებენ : George Clinton Parliament Funkadelic, Liv Warfield feauturing the NGP Hornz, Lisa Stansfield,  Snoop Dogg.
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კვარაცხელია - საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ხმის მისაცემად უნდა ჩამოვიდეს ქვეყანაში
ხუნდაძე -ფასების შემცირებაზე კომისია შევქმენით, მაგრამ ფასები იზრდება
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics