|
2025-11-20 15:23:29, 760 ნახვა
ეკონომიკა
თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება
4 დეკემბერს, თბილისში, ბიზნესგამოფენა „ადამიანები ბიზნესის უკან“ გაიმართება და მასში მონაწილეობას 55-მდე ქართული ბიზნესი და 3000-ზე მეტი სტუმარი მიიღებს. ღონისძიება გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით იმართება. ბიზნესგამოფენის მიზანია, მონაწილე კომპანიებს მისცენ უნიკალური შესაძლებლობა, საკუთარი პროდუქცია გააცნონ პოტენციურ მომხმარებლებს, შეხვდნენ სხვადასხვა სექტორის ლიდერ კომპანიებს და მათ წარმომადგენლებს და საფუძველი ჩაუყარონ ერთობლივ თანამშრომლობას. სპეციალურად ღონისძიებისთვის, ადგილზე მოეწყობა სივრცე B2B შეხვედრებისთვის. გამოფენის მიმდინარეობისას, კომპანიები მოწვეული სტუმრებისთვის გაათამაშებენ სპეციალურ პრიზებსაც. ბიზნესგამოფენაში მონაწილეობა უფასოა და ამისათვის მხოლოდ რეგისტრაციის გავლაა საჭირო, შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/27ASHPoxB1w5VUM78 . გამოფენა თბილისში უკვე სამი წელია იმართება და მასში არაერთმა მსხვილმა თუ საშუალო ბიზნესმა, მათმა დამფუძნებლებმა და დირექტორებმა მიიღეს მონაწილეობა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)