21:57 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-29 10:10:20, 10789 ნახვა

სხვადასხვა
რიო-დე-ჟანეირო ნარკოტიკებით მოვაჭრე ბანდების ძალადობის ქარცეცხლშია გახვეული. 60 ადამიანი დაიღუპა

ბრაზილიის პოლიცია რიო-დე-ჟანეიროს ჩრდილოეთ რაიონებში ნარკოტიკებით მოვაჭრე ბანდის, „წითელი სარდლობის“ წინააღმდეგ მასშტაბურ რეიდს ატარებს.

ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ეს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ოპერაციაა.

დაახლოებით 2500 სამართალდამცველი მოქმედებს კრიმინალური ჯგუფის წინააღმდეგ.

როდესაც ისინი შევიდნენ იმ ადგილებში, სადაც „წითელი სარდლობა“ მოქმედებს, სროლა ატყდა. გავრცელებული ინფორმაციით, განგსტერებმა პოლიციის წინააღმდეგ ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გახსნეს, ბარიკადები აღმართეს და დაწვეს და დრონებიდან პოლიციას ასაფეთქებელი მოწყობილობებიც კი დაუშინეს.

რიო-დე-ჟანეიროს მასშტაბით გზები გადაკეტილია.

რიო-დე-ჟანეიროს ოფიციალური პირების თქმით, ოპერაციის შედეგად უკვე დაიღუპა სულ მცირე 64 ადამიანი, მათ შორის ოთხი პოლიციელი. დაკავებულია 80-ზე მეტი ადამიანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics