11:39 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-10 13:40:21, 1144 ნახვა

სპორტი
აგულაშვილი: ვბრუნდებით ისტორიულ გარემოში, სადაც ჩვენი ადგილი ყოველთვის იყო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო  რეჟიმის  დაწესების თაობაზე,  ევროკომისიის საკანონმდებლო ინიციატივას  გამოეხმაურა და მას ისტორიული სამარტლიანობის აღდგენის კიდევ ერთი ნაბიჯი უწოდა.

აგულაშვილის თქმით, საქართველო ნელ-ნელა უფრო მეტად დემოკრატიული სახელწმიფო ხდება.

„მთელ ქვეყანას ვულოცავ ამ ღირსეულ წარმატებას, აღიარებას, შრომის დაფასებას და კიდევ ერთ ნაბიჯს, ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა. ჩვენ ვბრუნდებით, ჩვენს ისტორიულ გარემოში, იქ სადაც ჩვენი ადგილი იყო ყოველთვის. ვფიქრობ, რომ ეს დაბრუნება არ არის მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უფრო მეტად დემოკრატიული სახელმწიფო ვხდებით. უფრო მეტად გარანტირებული დაცვით ადამიანის უფლებების და თითეული თანამოქალაქისთვის უკეთესი პირობების შექმნით ცხოვრებისათვის, დაცული გარემოთი. ძალიან კარგი საჩუქარია წინმსწრებად 26 მაისის, როდესაც არის ჩვენი იუბილე - 25 წელი გავიდა თავისუფლების გამოცხადებიდან“, - განაცხადა აგულაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics