23:23 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-29 01:50:59, 5413 ნახვა

High - Tech
Samsung-ის ხელმძღვანელი ლი გონ ხი სეულში დაკრძალეს - ვინ ჩაუდგება კომპანიას სათავეში უცნობია

კონცერნის Samsung-ის ხელმძღვანელი ლი გონ ხი დღეს სეულში დაკრძალეს.  ოჯახის წევრებმა მედიას აუკრძალა, როგორც დამშვიდობების ასევე დაკრძალვის ცერემონიის გადაღება. სამხრეთ კორეის დემოკარატიული პარტიის ლიდერის, ლი ნაგ იენის განცხადებით, ლი გონ ხიმ, "სამსუნგი" კორეელების სიამაყედ აქცია.
Samsung დახურული საოჯახო ბიზნესია და როგორ გადანაწილდება ქონება ამ დროისთვის უცნობია. ლი გონ ხი-ს ჰყავდა, 4 მეუღლე და ერთი ვაჟიშვილი ლი ჯეი ენი, რომელიც  ბოლო 6 წელია კოორპორაციას მართავს.
ქალიშვილები ლი ბუჯინი და ლი სო ხენი ასევე მოხვდებიან მამის ანდერძში. კორეული პრესა ამტკიცებს, რომ სამ ყოფილ მეუღლეებს, სხვადასხვა ქონებრივი აქტივი დარჩებათ. ხონ რახი, რომელიც მილიარდელის ბოლო მეუღლეა, "სამსუნგის" მმართველ დირექტორებში შევა.
2014 წელს გადატანილი გულის შეტევის შემდეგ ლი გონ ხი მძიმედ იყო ავად. ის 78 წლის ასაკში 25 ოქტომბერს გარდაიცვალა. 
ლი გონ ხი კომპანია Samsung Group-ის ხელმძღვანელია 1987 წლიდან. მან კომპანია მამისგან ლი ბენ ჩხოლისგან მიიღო. "სამსუნგ ჯგუფის" შექმნა მას შემდეგ გადაწყდა, რაც 1947 წელს, ლი ბენმა კომპანია«Hyundai" -დან მისი წილი გამოიტანა.
ლი გონ ხი-მ მამის დატოვებული კომპანია მსოფლიო გიგანტად აქცია, რომელსაც ბაზრის 25 პროცენტი უკავია. მისი დევიზი იყო "შევცვალოთ ყველაფერი ოჯახის გარდა"
2016 წელს ჟურნალმა Forbes-მა ლი გონ ხი კორეის უმდიდრეს ადამიანად დაასახელა. ამავე გამოცემის შეფასებით, 2020 წლის ოქტომბრისთვის მისი ქონება შეფასებულია 20,9 მილიარდ დოლარად.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics